გელა ზედელაშვილი: ,,თქვენი ყველაყისამ! საკადრისი პასუხი რომ მიიღეთ, გეხამუშათ?”

გელა ზედელაშვილი: ,,თქვენი ყველაყისამ! საკადრისი პასუხი რომ მიიღეთ, გეხამუშათ?''ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი დეპუტატ გია ვოლსკის შეურაცხმყოფელ ჟესტს ეხმაურება და წერს:

სოლიდარობა გია ვოლსკის! უი, ეს რა გვაკადრაო? ბებიათქვენისამ! ბნელებო, თქვენ ადამიანს შეურაცხყოფა უნდა მიაყენოთ, მონა ეძახოთ და საკადრისი პასუხი რომ მიიღეთ, გეხამუშათ? ჰა, ჰა, ჰა! იქნებ გეტკინათ?!
ხელი მაისვით! ესაო, ვოლსკის საქციელი არადეპუტატური და არაკორექტული იყოო. წარმოგიდგენიათ? არაკორექტულიო, ისეთიო, რაღაცნაირიო, არ შეიძლებოდაო, მაგას ხომ თმენის ვალდებულება აქვსო?
ჰო, ეგ დეპუტატია და რაც არ უნდა ვაკადროთ, ხმა არ უნდა ამოიღოსო, უნდა ჩაყლაპოსო.
თქვენი ყველაყისამ! ეგრე აღარ იქნება! ეგრე აღარ უნდა იყოს! უბრალოდ ვეღარ იქნება!”.