,,ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ. ნეოკომუნისტები! და ქალებმა 1937 წელი დაიწყეს! რეპრესიები!” – ასე გამოეხმაურა რეჟისორი რობერტ სტურუა მსახიობ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას, რომელმაც ყოფილი ქმარი, მსახიობი ბესო ზანგური ძალადობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მას ცემდა, როცა ქორწინებაში იყვნენ.
რობერტ სტურუას ამ პოსტს საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა. მწერალმა და დრამატურგმა, დავით გაბუნიამ სოციალურ ქსელში დაწერა:
,,აი, ამას რომ დაწერ კომენტარად, როცა შენ მიერ გაბლატავებულ ახვარს ძალადობაში ამხელს ყოფილი ცოლი – მიმიფურთხებია მართლა და მართლა. იმის მაგივრად, დელიკატურად მაინც გაჩუმდე.
ყველა სალანძღავი სიტყვა ახი იქნება, ბატონო რობერტ, რასაც დამსახურებულად მოისმენთ თქვენი მისამართით.
და იმათ გასაგონად, ფან@ს პუტვა ვინც მოაწყო მოტივით ,,სტურუას ებრძვიან!” – არავინ არ ებრძვის საკუთარი თავის და ჯიუტი შეუგნებლობის და უტიფრობის გარდა. დაოკდით”.

