აკაკი გოგიჩაიშვილს ცოლი სახლს უყიდის – ,,სულ ვიძახდი, მე რომ მოვკვდები, ,,შიპლეტებსაც” გამხდიან-მეთქი და აჰა!”

აკაკი გოგიჩაიშვილს ცოლი სახლს უყიდის - ,,სულ ვიძახდი, მე რომ მოვკვდები, ,,შიპლეტებსაც'' გამხდიან-მეთქი და აჰა!"ტელეჟურნალისტ აკაკი გოგიჩაიშვილის ცოლი, ჟურნალისტი ნინო ხაჟომია სოციალურ ქსელში წერს, რომ ქმრის ოდას ყიდის:

,,იმიტომ, რომ Mr. Akaki Gogichaishvili გადაწყვიტა, ოდაში ცხოვრების გამო ჩემი ლანჩხუთში გადასახლება, დავუშალე ლანჩხუთში ეს გურული ბიჭო და ჩამოვუბრძანე თბილისში. ახლა გოგიჩა აჭარაში გამექცა. ასე რომ, აღარ მჭირდება და ვყიდი. ზომები 10X6-ზე, მასალა ლარექსი. ოდაში ყველაფერი ავთენტურია”.

ცოლის ამ განცხადებას აკაკი გოგიჩაიშვილი ხუმრობითვე პასუხობს:

,,სულ ვიძახდი, მე რომ მოვკვდები, ,,შიპლეტებსაც” გამხდიან-მეთქი და აჰა!”.