ზურა შევარდნაძე ამ საფულის პატრონს ეძებს – ,,ვალიდოლის” ორი აბი უდევს ქაღალდში გახვეული”

ზურა შევარდნაძე ამ საფულის პატრონს ეძებს - ,,ვალიდოლის" ორი აბი უდევს ქაღალდში გახვეული''ზურა შევარდნაძე ეძებს ადამიანს, რომელმაც მის ,,გარდენიაში” საფულე დაკარგა.

,,დღეს დილით ბაღში ვიპოვე საფულე 172 ლარით. რატომღაც ასე მგონია, რომ ჩითილის ან ნერგების საყიდლად მოსულ ხანდაზმულ ქალბატონს დაუვარდა. ძალიან მინდა, დავუბრუნო და ვერ ვხვდები, როგორ, კამერებშიც არაფერი ჩანს საიმედო.
დღეს დაკარგულს არ ჰგავს, ქაღალდის კუპიურები სველია და დღეს არ უწვიმია. კიდევ ორი ,,ვალიდოლის” აბი დევს ქაღალდში გახვეული. ეგებ გამოჩნდეს ვინმე, ვინც იცნობს ამ ,,პორტფელს” 599181634 2246703″, – წერს ზურა შევარდნაძე.

ზურა შევარდნაძესთან ინტერვიუ იხილეთ ,,სარკის” მიმდინარე ნომერში