უცნობი: ,,საქართველოში კრიზისი არაფერს ეტყობა… აა, მარტო ლარის გაუფასურებით ხართ უკმაყოფილო?! ბიჭო, რა რობოტივით მელაპარაკები!”

უცნობი: ,,საქართველოში კრიზისი არაფერს ეტყობა... აა, მარტო ლარის გაუფასურებით ხართ უკმაყოფილო?! ბიჭო, რა რობოტივით მელაპარაკები!''მსახიობმა, გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე უცნობმა ,,რუსთავი 2″-თან განაცხადა, რომ საქართველოში კრიზისი არაფერს ეტყობა.

-გაბრაზებული ვარყველაზე, ვინც ქვეყანა ამ მდგომარეობაში ჩააგდო. პირველ რიგში, პასუხისმგებელია ხელისუფლება, მერე არის ოპოზიცია და მერე – მედია. ყველას ბრალია, რა დღეშიც ვართ. ორი ქვეყანა არსებობს. არის ის ქვეყანა, რაც მედიაში ხდება და ჭიქაში ატეხილი ქარბობალა და არის – გარეთ საქართველოში რომ გახვალ და კრიზისი არაფერს ეტყობა. თავს გვახვევენ ამ უბედურებას…

,,ოცნებაზე” იმიტომ ვარ გაბრაზებული, რომ გამოიჩინა უსუსურობა, ვერ შეძლო იმის აღსრულება, რაც უნდა შეესრულებინა. აბრალებენ – უცხოელი პარტნიორები არ გვიშვებენ და რა ვქნათო. ესე იგი უცხოელი მეგობრების და პარტნიორების შიშით ვეღარ დაგვიცემინებია, _ განაცხადა გაჩეჩილაძემ.

ჟურნალისტებმა ჰკითხეს ნიკა მელიას დაჭერაზე და შეახსენეს, როცა ნაციონალების ხელისუფლების დროს ის შს-ს დაცულ ტერიტორიაზე ღობიდან გადავიდა და მისი ინიციატივით, დეპუატატებმა მანდატები დაჭრეს. ასევე ჰკითხეს, კონკრეტულად რატომ იყო უკმაყოფილო.

– შენ კმაყოფილი ხარ?! ძმურად მითხარით! ე, ბიჭო, რა რობოტივით მელაპარაკები! მე ხომ ძმურად გაგეცი პასუხი…

აა, მარტო ლარის გაუფასურებით ხართ უკმაყოფილო და რასაც მედიასივრცეში ხედავთ, კმაყოფილი ხართ?! რა  დესტრუცქციაც ხდება, მუდმივი პატრიარქის გინება, ცილისწამება…

მანდატების დაჭრა პოლიტიკური პროცესი იყო, რა შუაშია დესტრუქცია?! მილიციონერებს რომ აგინებენ და ვაიუშველებული რომ არის რუსთაველზე, ეს არის დესტრუქცია… მე იქ ფურცლებით გადავედი, რომ ახალგაზრდები გამეთავისუფლებინა, ვისაც აუპატიურებდნენ და 20 ივნისის შეჭრას ადარებთ ამას?!.. მელიას შეუძლია, არ იჯდეს და მალე გამოვიდეს.. – განაცხადა უცნობმა.