,,საფლავი გავხსენით და ჩემი ბავშვის არავითარი ნაშთი არაა” – ლელა მოსიძე

,,საფლავი გავხსენით და ჩემი ბავშვის არავითარი ნაშთი არაა" - ლელა მოსიძელელა მოსიძე ფეისბუქგვერდზე ,,ვეძებ” თავის ამბავს აქვეყნებს და წერს, რომ შეიძლება მისი გოგონა, რომელზეც უთხრეს, რომ სამშობიაროში გარდაიცვალა, ცოცხალი იყოს.

,,არ ვიცი, საიდან დავიწყო.,აქ დავპოსტე, ვეძებდი 1985 წლის 1 მაისს დაბადებულ 7 თვიან გოგოს, დღეს გავხსენით საფლავი, ნასახიც არაა ჩვილის, საერთოდ არავითარი ნაშთი, ეს იმას ნიშნავს, რომ სამშობიაროდან გამოტანებულ ყუთში ბავშვი არ იყო. რა გაატანეს, რა დაასაფლავეს, არ ვიცით. გთხოვთ, შეიძლება სხვა წელშიცაა ჩემი ბავშვი გატარებული დაბადების მოწმობაში… 1984-85-86 წლებში გურჯაანის სამშობიაროში დაბადებულს ვეძებ”, – წერია ლელა მოსიძის პოსტში.