ნინო ჯღარკავა: ,,ბრავო, ბერა, შენ გენაცვალე, რომ დედის გინებას არავის პატიობ!”

ნინო ჯღარკავა: ,,ბრავო, ბერა, შენ გენაცვალე, რომ დედის გინებას არავის პატიობ!''ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ,,ტელეკომპანია ,,პირველის” ეთერში გასულ სკანდალურ ჩანაწერებს ფეისბუქპოსტებით ეხმაურება:

,,ვუსმინე ჩანაწერს და რა ჩანს? ჩანს, რომ ბერა ივანიშვილი არის კაცი, თავმოყვარე და დედის გინებაზე ითხოვდა ბოდიშს და პასუხს. ნაცების დროს რა ხდებოდა? ვნახეთ სიკვდილამდე ნაცემი ვალერი გელაშვილი, რომელმაც სააკაშვილს ცოლი შეაგინა! აი, ეს სხვაობაა თქვენს და ამ მთავრობას შორის და ბრავო, ბერა, შენ გენაცვალე, რომ არავის დედის გინებას არ პატიობ! ჩვენ კი თავზე გვიშვებიან აქ და ვერაფერს ვაკეთებთ, არავინ უცემიათ არავინ მოუკლავთ და არავინ დაუმარხავთ ნაცებივით. აი, ჩანაწერის მიმტან-მომსმენი კი მართლა @@ვერებით უნდა დაკიდო!..

რაც დღეს გავიდა მელაძის შოუში, არის სისხლის სამართლის დანაშაული 158-ე მუხლი, ისჯება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ფარული მოსმენა და მერე გასაჯაროება ისჯება გამვრცელებელიც და ისჯება ჩამწერიც. ბერა ივანიშვილი არ არის თანამდებობის პირი და არ აქვს თმენის ვალდებულება. როცა ეს ჩანაწერი გაკეთდა, სავარაუდოდ, მაშინაც არ იყო თანამდებობის პირი არც ირაკლი ღარიბაშვილი და არც ანზორ ჩუბინიძე. ჰოდა, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება, დადგინდეს ჩანაწერის ავთენტურობა და დაისაჯონ დამნაშავეები!”.