ნიკა გვარამია: ,,ჩვენ ვუსმინეთ კაციჭამიებს, ყველაფერზე წამსვლელ ურჩხულებს”

ნიკა გვარამია: ,,ჩვენ ვუსმინეთ კაციჭამიებს, ყველაფერზე წამსვლელ ურჩხულებს'',,მთავარის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ტელეკომპანია ,,პირველებში” გასულ სკანდალურ ჩანაწერს ფეისბუქით ეხმაურება:

,,1. ტვ პირველი ჩანაწერის მოპოვებაც და გაშვებაც ლეგიტიმურია. ეს არაა ვინმეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-აუდიო, ესაა ჟურნალისტების მოპოვებული დანაშაულის ამსახველი მასალა.
2. რომელი წელი იყო თუ რომელი საუკუნე კი არა, ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულიც რომ იყოს, ჩვენ ვუსმინეთ კაციჭამიებს, ყველაფერზე წამსვლელ ურჩხულებს.
3. პირადი მხარდაჭერა და პროფესიული კომპლიმენტები ტელეკომპანია პირველი,ნოდარ
მელაძე, მაკა ჩიხლაძე
4. ბოდიში, ახლა ამ ნაძირალა პრემიერის (მახინჯი მონის) ღარიბაშვილის კეთილ ნებას ველოდოთ, პლებისციტი ვეხვეწოთ და ამ ვითარებაში ვიცხოვროთ? და ჩემმა შვილმა რომ კომენტარი დაწეროს ბერაზე, სად წავიდე რა უნდა ვქნა?!! ვიღაც კაციჭამია არარაობა ბერას რომ არ მოუვიდეს თვალში, როგორ დავიცვა, მინისტრები და მათი ამალა რომ მოაკითხავს?!!
5. ვადამდელი არჩევნები აქ და ახლა!”.