ეპიდემიოლოგები რამდენინე დღეა, საუბრობენ იმაზე, რომ ადამიანები რეგულაციებს არ იცავენ, კოვიდის შემთხვევებმა იმატა და ამიტომ შესაძლებელია, ისევ მკაცრი ზომების მიღება გახდეს საჭირო. ეპიდემიოლოგების ამ განცხადებებმა საზოგადოების ნაწილი აღაშფოთა. პროდიუსერი ნატო დუმბაძე წერს:
,,ეს ეპიდემიოლოგები ცოტა ხანი ეკრანებს რომ მოაშორონ, არ შეიძლება? ხალხს ისედაც ნერვები აღარ აქვს და ცოტა იფიქრეთ ხალხზე! ჯერჯერობით მართლა ქუჩაში რომ არ გამოდიან, იმდენს ნუ იზამენ თავიანთი უპასუხისმგებლო განცხადებებით, ყველა გამოვიდეს და დაუმორჩილებლობაში გადაიზარდოს! ისედაც საშინელი გაჭირვებაა, ძლივს გააქვს ხალხს თავი. 200 ლარიანი დახმარება არ უდრის 800 € -ს, როგორც ევროპაშია. უმუშევრობა, უიმედობა და ახლა ულტიმატუმებით და მუქარებით გვევლინებიან! მოეშვით და გამოდით ამ საბჭოური აზროვნებიდან, ბატონებო! 21-ე საუკუნეა და დაიწყნარეთ ნერვები! საეთოდ არ ჩაუკეტავს ერთხელაც კი ბელორუსიას ქვეყანა, მაგრამ არ დახოცილან. არა! გეყოთ!!!”.

