ნათია ფანჯიკიძე: ,,ვგრძნობდით, რომ ბოლო ღამე იყო და გვტოვებდა” – ,,ლოპოტას” შემქმნელი გარდაიცვალა

ნათია ფანჯიკიძე: ,,ვგრძნობდით, რომ ბოლო ღამე იყო და გვტოვებდა'' - ,,ლოპოტას" შემქმნელი გარდაიცვალადღეს ცნობილი ბიზნესმენი,,,ლოპოტას” შემქმნელი, გოგა მაისურაძე გარდაიცვალა. ის ერთი წლის განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა.

ბიზნესმენის მეგობარი, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე წერს:

“არ გძინავს? შენც არ გძინავს? ვერ ვიძინებ. ვერ იძინებ? ვერ ვიძინებდით, ვგრძნობდით, რომ ბოლო ღამე იყო და გვტოვებდა. წნევა რამდენი აქვს? რამე ხომ არ სტკივა? ლექსო რას ამბობს? ახლა როგორაა? ნინას ხომ არ დაურეკავს?

მეგობრის წასვლა აუტანელ სიცარიელეს ტოვებს… ბრმად ვწერ, ცრემლებს და ცრემლებს შორის, მაგრამ აუცილებლად უნდა დამეწერა ეს სახელი, – გოგა…

მთელმა საქართველომ უნდა გაიმეოროს ეტალონური ადამიანის სახელი, რომელმაც უფულოდ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე აირჩია უდაბური ადგილი, დასაწყისში პატარა წუმპე, როგორც ამას ხედავდა მის გარდა ყველა სხვა ადამიანის თვალები და გიჟი ეგონათ, რომ ლაპარაკობდა ,,მე ამისგან გავაკეთებ…”.

ჰოდა, ამ ,,გიჟმა” ნაბიჯ-ნაბიჯ, სამოთხედ, ლოპოტას ტბად გადააქცია მიგდებული ადგილი. ყველა კვადრატულ სანტიმეტrს იმხელა შრომის და სიყვარულის კვალი აქვს, რომ ალბათ ამიტომ, არსად სხვაგან ასეთი ენერგეტიკა არ არის, როგორც ლოპოტაზე. ყველაფერი მას ჰგავს, სიყვარულის კუნძულია, გოგასავით კეთილშობილი.

საქართველო აქცია კულტურულ ადგილად და ბიძგი მისცა კახეთის აყვავებას. მოდური გახდა შემდეგ კახეთი, უამრავი რამ გაკეთდა მისი მიმბაძველობით, მისგან შთაგონებით და ასე გაასწრო განვითარებით კახეთმა საქართველოს ყველა სხვა კუთხეს.

ჰოდა, რომ ,,თოვს” ხოლმე, ,,წვიმს” ხოლმე ფეისბუქში, ასე უნდა იმეორებდეს მთელი ვირტუალური ქსელი მის სახელს, თუ გვინდა, იდეალები ჩამოვიყალიბოთ და საერთოდაც გადავრჩეთ ღირებულებითი თვალსაზრისით”.