ინგა გრიგოლია: ,,Sos! გადაარჩინეთ უმწეო ბელები! ამისთვის თქვენ ბიუჯეტში თანხა გაქვთ”

ინგა გრიგოლია: ,,Sos! გადაარჩინეთ უმწეო ბელები! ამისთვის თქვენ ბიუჯეტში თანხა გაქვთ''ტელეჟურნალისტი ინგა გრიგოლია გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართავს, რომ რაჭაში ნაპოვნი ბელები უნდა გადაარჩინონ.

,,Sos!!! გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
– სასწრაფოდ ორი პატარა დათვის ბელია გადასარჩენი, რომლებიც რაჭაში იპოვეს. როგორც ჩანს, დედა მოუკლეს. თვალები ახალი ახელილი, სრულიად უმწეოები არიან. მპოვნელი გარემოს დაცვას დაუკავშირდა და ამცნო ამ ბელების შესახებ. მათაც აქტი გააფორმეს და ბელები დაუტოვეს, რადგან ვერსად წავიყვანოთო.

ეს კაცი კი უმტკიცებდა, რომ თბილისში არსებობს თავშესაფარიო, მაგრამ ესენი გონზე არ იყვნენ და გარემოს დაცვამ უარი განაცხადა ამ ბელების თბილისში, თავშესაფარში ჩამოყვანაზე, რადგან გადაივსება თავშესაფარი და რაც გვყავს, იმას უნდა მივხედოთო…. ამიტომ, როგორც მიყვებიან, გადაწყვეტილება მიიღეს, ეს ახალთვალე ახელილი ბელები ხვალ წაიყვანონ და ტყეში დაყარონ. მიიღეთ ზომები! გადაარჩინეთ პატარა ბელები! ამისთვის თქვენ ბიუჯეტში თანხა გაქვთ და ვალდებულება გაქვთ!”.