ილო ბეროშვილი: ,,კომიდან გამეღვიძა კივილით, პამპერსები მეკეთა და ანი მივლიდა”

ილო ბეროშვილი: ,,კომიდან გამეღვიძა კივილით, პამპერსები მეკეთა და ანი მივლიდა"ტლეწამყვანმა და მსახიობმა, ილო ბეროშვილმა მომღერალ ლელა წურწუმიას გადაცემაში ის მძიმე პერიოდი გაიხსენა, როცა ნარკოტიკებზე დამოკიდებული იყო.

-ერთხელ ვიჯექი ტაქსიში. იმ ადამიანმა მაშინვე შემატყო, რომ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი. მითხრა, ძალიან უყვარხარ ჩემს შვილს და არ ,,გიტყდება”, რომ ამ მდგომარეობაში ხარ. ახლა გული მიკვდება, იმიტომ, რომ ჩემი შვილისთვის შენ ხარ მაგალითი, ნათელი ტიპი და ეს ხომ შენი პასუხისმგელობაა. ჩემს შვილს ამას ვერ ვეტყვი, იმიტომ, რომ მთელი სამყარო ჩამოენგრევაო. მაშინ პირველად გავიაზრე, რომ შენ რაღაც მოგეცა და ამ დროს შენ არაფრის თქმის უფლება არ გაქვს… ისე მეშინოდა, რომ ანის დავკარგავდი…

ასე ვეღარ ვიქნები მეთქი, სულ ვფიქრობდი. სულ ვტიროდი და ვფიქრობდი იმ დღეზე, როცა ეს ვქენი. მეტირებოდა, როცა მახსენდებოდა, ბუნებაში რომ დავრბოდი, ჯანმრთელი ვიყავი…

ებრაელი კაცი იყო ჩამოსული, რომელიც გარკვეულ პროცედურას ატარებდა. 6 საათიან კომაში უნდა ჩავარდნილიყავი, გარკვეული პრეპარატი უნდა შემოეშვათ და რაც თვენახევარში უნდა გაგევლო, ლომკები და ა.შ. ამ პროცედურის დროს გადიოდი. 3-დან 5 პროცენტამდე იყო რისკი, რომ ვერ გაიღვიძებდი.

მივედი ამ ექიმთან და დავწექი. გარეთ იდგა ანი… 6 საათის მერე გამეღვიძა კივილით. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თითქოს თხევადი ვიყავი. მეგონა, რომ, როგორც წყალი, სადღაც გავიდოდი. ის ღამე ჯოჯოხეთი იყო _ ტირილი, ქვითინი… მსგავი არაფერი მინახავს.

სახლში გამომაცილეს პამპერსებით, ანიმ და მამაჩემმა წამომიყვანეს. ანის გარდა არავის ვიკარებდი. 3 დღე ანი მივლიდა პამპერსებში…

მოვახერხე და დავძლიე. არ მინდა, ისე გამომივიდეს, რომ ამ პროცედურის შემდეგ ყველაფერი მორჩა. ჩავარდნები მქონია, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი: ყოველდღე უნდა იცოდე, რომ შენს თავს არ უნდა უღალატო. სამყარო ნიშნებს გიგზავნის და ამ ნიშნებს არ უნდა უღალატო. ჩემი მეგობრებიდან ბევრი გარდაიცვალა, ბევრი დაიჭირეს. სულ ვფიქრობ, რომ რაღაც კარგი გამიკეთებია ცხოვრებაში, რომ მე გადავრჩი. გვერდით მყავს ადამიანი, რომელიც ჩემთვის  სამყაროში ყველაზე საუკეთესოა და ამ ისტორიის კაცს შემეძინა ბავშვი…

სულ თვითგვემაში ვიყავი, რომ მე ვარ ცუდი, არაფერს ვიმსახურებ. მეგონა, რომ ბედნიერებასაც არ ვიმსახურებდი. ანი დამეხმარა ამის დაძლევაში. სულ მეუბნებოდა, შენ ხარ კარგი ადამიანი, კარგი მამაო. ახლა რომ ვიღვიძებ, მადლიერების შეგრძნება მაქვს.