ელენე ხოშტარია: ,,პოზნერი, პუტინის მონა, ხვალ მობრძანდება საქართველოში ,,საგულაოდ”

ელენე ხოშტარია: ,,პოზნერი, პუტინის მონა, ხვალ მობრძანდება საქართველოში ,,საგულაოდ"პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია წერს, რომ საქართველოში ,,საგულაოდ” ვლადიმირ პოზნერო ჩამოდის.

,,Больше Абхазия никогда не будет частью Грузии” (აფხაზეთი აღარასოდეს იქნება საქართველოს ნაწილი) _
აი, ამის მთქმელი, ვლადიმირ პოზნერი, პუტინის მონა, ხვალ მობრძანდება საქართველოში საკუთარ დაბადების დღეზე ,,საგულაოდ”.

ცხადია, შემოუშვებენ და ,,გულაობის” ექსკლუზიურ უფლებასაც მიანიჭებენ. გალიდან პენსიონერი რომ გადმოვიდეს პენსიის ასაღებად, 5 დღე კარანტინში აგდებენ და პოზნერი ,,გულაობს” საქართველოში. ამ სიტყვების მთქმელი სახელმწიფომ არ უნდა შემოუშვას საზღვარზე, თუ თავმოყვარეობა გაგვაჩნია”, _ წერს ელენე ხოშტარია.

ნახეთ რადიოჩანაწერი, სადაც პოზნერი ამბობს, რომ რუსეთი სწორად მოიქცა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით.