ბერა: ,,დღესაც იგივე პოზიციაზე ვდგავარ, პასუხს მოვთხოვ ყველას, თუ ვინმე დედას შემაგინებს”

ბერა: ,,დღესაც იგივე პოზიციაზე ვდგავარ, პასუხს მოვთხოვ ყველას, თუ ვინმე დედას შემაგინებს"ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია ,,იმედზე” სკანდალური ჩანაწერების შესახებ კომენტარი გააკეთა:

-დღესაც იგივე პოზიციაზე ვდგავარ. დღეს თუ ვინმე დედას შემაგინებს, ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, მე დღესაც პასუხს მოვთხოვ. მაჩვენეთ ერთი ქართველი ვაჟკაცი, რომელიც ამ საკითხზე სხვა აზრის არის…

2011 წლის დამკვეთებს. იმ ადამიანებს, რომლებიც 10-11 წლის გოგოებს აგინებდნენ და აშინებდნენ, დღეს ამ შავი პიარის დამკვეთებსა და შემსრულებლებსაც გავაერთიანებ ერთი რამის ქვეშ: ჩემი აზრით, ამ ადამიანებმა დედის სიყვარული არ იციან. ჩემთვის წარმოუდგენელია, ადამიანმა იცოდეს დედის სიყვარული, ოჯახის ფასი და სხვა ადამიანის დედიკოს ეხებოდეს მსგავსი სიტყვებით, მსგავსი საზიზღრობებით… არა მარტო ჩემი,  ნებისმიერი მოქალაქის, ოჯახის დედის, საყვარელი ადამიანის მიმართ სასტიკი ლანძღვის გამო ჩემმა მეგობარმა, ძმაკაცმა თუ პასუხი გასცა, ის ტერორის მონაწილეა, დამნაშავეა? მით უმეტეს, საქართველოში დედის მოწიწიწება სულ სხვა სიმაღლეზე დგას. ვისაც მისი დედიკო არ უყვარს, ის საცოდავო ადამიანია… – განაცხადა ბერა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ მაშინ, როცა ის თინეიჯერი იყო. მის თაყვანისმცემლებს, 10-11 წლის გოგონებს აბულინგებდნენ. მათ შორის პორნოგრაფიით.