ბაია დვალიშვილი: ,,რაში აინტერესებს კულტურის მინისტრს, ჩემი აზრი საიდან მოდის?!”

ბაია დვალიშვილი: ,,რაში აინტერესებს კულტურის მინისტრს, ჩემი აზრი საიდან მოდის?!"მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, ბაია დვალიშვილი კულტურის მინისტრ თეა წულუკიანზე წერს:

-რაში აინტერესებს კულტურის მინისტრს, ჩემი აზრი საიდან მოდის? მე კი მაინტერესებს, რის გაკეთებას აპირებს კულტურისთვის! აქამდე ვმუშაობდით და კარგადაც სხვადასხვა აზრის მქონენი… და საერთოდ, თეატრის შიდა საქმე მას არ ეხება! იმედია, როლების განაწილებაში არ მიიღებს მონაწილეობას”.

მსახიობის მწვავე შეფასება თეა წულუკიანის ინტერვიუს მოჰყვა, სადაც ის ამბობს:

„რაც შეეხება ამ სისტემას, ეს სისტემა განსხვავებულია იმ გაგებით, რომ თუ, მაგალითად, თეატრში არის მსახიობი, რომელიც თავის აზრს გამოთქვამს, რა თქმა უნდა, აქ მე შევეცდები, მათი განსხვავებული აზრი გავიგო, საიდან მოდის. თუ ეს არის უფასო კრიტიკა, ასე ვეძახი მე ამას, ანუ თუ ასეთია მისი მრწამსი, მაშინ ვეცდები, გავიგო, რამდენად უშლის ხელს ეს შიგნით ორგანიზაციის ფუნქციონირებას“.