,,აწუწუნდა თალაკვაძე, 5 კომიტეტის თავმჯდომარე როგორ გადავაყენოო” – რა ხდება მოლაპარაკების მაგიდასთან და რას უმალავენ პოლიტიკოსები ხალხს

,,აწუწუნდა თალაკვაძე, 5 კომიტეტის თავმჯდომარე როგორ გადავაყენოო" - რა ხდება მოლაპარაკების მაგიდასთან და რას უმალავენ პოლიტიკოსები ხალხსლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი თავისი პროტესტის მიზეზი ინგა გრიგოლიას ,,რეაქციაში” ასე ახსნა:

-პირველივე რაუნდიდან გვეუბნებოდნენ, უნდა შეხვიდეთ პარლამენტში და სასამართლო და საარჩევნო რეფორმებზე იმუშავეთო. ამას სიტყვიერად გვეუბნებოდნენ. გუშინ კი ჩამოარიგეს დოკუმენტი, რომელიც იწყებოდა პრიამბულით, რომ შევდივართ პარლამენტში და ველოდებით 2024 წლის არჩევნებს.

ბოლოში ეწერა მთლად საოცარი რამ, რომ შევალთ პარლამენტში და 5 კომიტეტის თავმჯდომარე იქნება ოპოზიციის წარმომადგენელი, ორი _ საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, მათ შორის ევროკავშირში _ ერთი. ამაზეც აწუწუნდა თალაკვაძე, 5 კომიტეტის თავმჯდომარე როგორ გადავაყენო, რა ვუთხრაო. ამის ყურების ნერვები არ მქონდა და დემარშით წამოვედი.

მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. ალბათ მალე ამერიკა ჩაერთვება მოლაპარაკებებში. მალე ნიკა მელია ჩვენ გვერდით იქნება და არჩევნებისთვის მზადებას დავიწყებთ. პოლიტიკაში მოვლენები იცვლება ერთ წამში.