ანიტა რაჭველიშვილი: ,,ოცნება” ანადგურებს ქვეყანას სინათლის სიჩქარით”

ანიტა რაჭველიშვილი: ,,ოცნება" ანადგურებს ქვეყანას სინათლის სიჩქარით''ოპერის მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის განცხადებას, რომ თეა წულუკიანი სანამ იქნება კულტურის მინისტრი, ის საქართველოში სცენაზე ფეხს არ დაადგამს, მინისტრმა ასე უპასუხა:

„ ანიტა ანიტაა, რაც უნდა, იმას იტყვის, მაგრამ მან არ იცის, რომ მე არ ვარ კულტურის მინისტრი. მე ვარ ქალთა მე-5 კოლონიის პატიმარი, რადგან როცა იუსტიციის მინისტრი ვიყავი, ქალბატონმა ანიტამ ფეისბუქზე „გამასამართლა” და „ციხეში ჩამსვა”. იმის მერე, „სასჯელს ვიხდი”… თუ შენ ამ დონის ხელოვანი ხარ და ქართველებს ეუბნები, რომ ვიღაც მინისტრი არ მომწონს და ჩემს შემოქმედებას არ გაზიარებ, დასანანია. მინისტრი დღეს არის და ხვალ არ იქნება. ანიტას, პაატას თუ სხვების შემოქმედება საუკუნეებს დარჩება”.

თეა წულუკიანს ანიტა რაჭველიშვილმა:

,, არც ერთი პოლიტიკოსი არც წინამორბედი და არც მთავრობიდან არ მიმაჩნია ქვეყნის მართვის ღირსად. წინა მთავრობას მხოლოდ იმის დამტკიცება უნდა, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან და ამის გასაკეთებლად ყველანაირ საზიზღრობაზე წამსვლელებიც არიან, ახლანდელები იმდენად ჩაფლულები არიან კორუფციაში, ღალატში და  არაპროფესიონალიზმში, რომ არ შეუძლიათ არაფრის მართვა და ანადგურებენ ქვეყანას სინათლის სიჩქარით!

ვემიჯნები და დაუშვებლად მიმაჩნია ყოფილი პრეზიდენტის ასეთი ტიპის ჩარევებიც, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავა! მე ვემიჯნები ქართული ოცნების არაპროფესიონალურ და აბსოლუტურად კორუმპირებულ მთავრობასაც და მიმაჩნია რომ მილიონი ნაბიჯით დახიეს ქვეყანა უკან და გაგვანადგურეს ყველა. არანაირი არგუნენტი არ აქვთ იმის ასახსნელად, თუ რატომ ჯობნიან იმ მართლაც “სისხლიან მთავრობას”. არ სჯობიხართ,  ბატონებო! მათ არაფრით ჩამოუვარდებით!”  – სტატუსი ვრცლად.