ანა ლაშხელი-ონიანის მეუღლე: ,,ვაიმედებდი ანას, როცა ჩემთვის ბოლო იმედიც მკვდარი იყო… და მისი თვალები… დიდრონი, იმედით სავსენი, გაღიმებულნი… და მე ვატყუებდი…”

ანა ლაშხელი-ონიანის მეუღლე: ,,ვაიმედებდი ანას, როცა ჩემთვის ბოლო იმედიც მკვდარი იყო… და მისი თვალები… დიდრონი, იმედით სავსენი, გაღიმებულნი… და მე ვატყუებდი…”მწერალი ანა ლაშხელი-ონიანი _ სულ 32 წელი იცოცხლა, მაგრამ უამრავი ადამიანის გულში სიყვარულის ფესვები სამუდამოდ გაიდგა. 31 მარტს ის 35 წლის გახდებოდა…

ანა მძიმე სენით გარდაიცვალა. უკანასკნელი წუთები ქმრის გვერდით, თურქეთში გაატარა, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა. მეუღლემ ცოლის გარდაცვალებიდან 6 თვის შემდეგ ძალიან ემოციური ჩანაწერები გამოაქვეყნა:

ანა ლაშხელი-ონიანის მეუღლე:

,,ექვსი თვე დამჭირდა, რომ შენს ნივთებს შევეხო, სურათებში შეგხედო, ვიდეოჩანაწერებს ჯერ ვერ ვეკარები, შენი ხმის გაგონება აუტანელ ტანჯვას მაყენებს… სიმართლე რომ ითქვას, ჯერაც არ ვარ მზად ამ ყველაფრისთვის, მაგრამ დაგვიანება არ შეიძლება…მალე შენი დაბადების დღეა, უსაჩუქროდ არასოდეს დამიტოვებიხარ…

გერმანიის კლინიკაში ორი კვირის შემდეგ ვიყავით ჩაწერილები. ვიფიქრე, არ დაგვაგვიანდეს, პირველ ქიმიას თბილისში გავუკეთებ, ექიმს დავურეკე შესათანხმებლად და მისგან გავიგე სიმართლე.

თავზარი დამეცა, თითქოს მზე დაბნელდა, ცუდად გავხდი, სხვა რამ ვიცოდი, ამას არანაირად არ ველოდი. ,,ხომ არ გეშლებათ, ერთი კვირის წინ იყო თქვენთან და სერიოზული არაფერი აღმოაჩნდა”. ,,ავადმყოფს პირდაპირ არ ეუბნებიან, მამამისს ველაპარაკე, თუ სასწაული მოხდება, ხუთი წელი იცოცხლებს, თუ არა – რამდენიმე თვე”.

სხეული გამეყინა, გონება გამეთიშა, გული გამიჩერდა. ვეღარ ვსუნთქავ… გზა თბილისამდე უსაშველოდ დაგრძელდა. ვეღარ ვაზროვნებ. ვურეკავ, ,,როგორ ხარ?”. ,,ნორმალურად, რა გჭირს, როგორი ხმა გაქვს. ,,ნორმალურად?”. მივხვდი, რომ არ იცოდა სიმართლე.

ტკივილმა გული გამიჩერა. ნუთუ?.. ხუთი წელი ხელში მეჭირა, იმიტომ, რომ ასე შემპირდნენ ქართველი ექიმები. მერე კი ახალ წამალს ან მეთოდს გამოიგონებენ… თავსაც ვაჯერებდი და ყველას…გაგრძელება