ანა ლაშხელი-ონიანის მეუღლე: ,,ვაიმედებდი ანას, როცა ჩემთვის ბოლო იმედიც მკვდარი იყო… და მისი თვალები… დიდრონი, იმედით სავსენი, გაღიმებულნი… და მე ვატყუებდი…”

ანა ლაშხელი-ონიანის მეუღლე: ,,ვაიმედებდი ანას, როცა ჩემთვის ბოლო იმედიც მკვდარი იყო… და მისი თვალები… დიდრონი, იმედით სავსენი, გაღიმებულნი… და მე ვატყუებდი…''ათათურქის აეროპორტიდან ორი საათია მოვდივართ. სუსტადაა, ხან სძინავს, ხან დაღლილი სახით იყურება, პირველად ვნახეთ დიდი ქალაქი, ფართო თვალებით უცქერს გარემოს, როგორც იქნა, ნატვრა აიხდინა. ,,შენთან ერთად… სადმე დიდ ქალაქში, რამდენიმე დღით… მოწყვეტილი ყოველდღიურობას… ერთხელ მაინც…” და აი, ის ,,ერთხელ მაინც”…

მარი… შუამავალი ჩვენსა და დიდ ქვეყანას შორის, ექიმის თანაშემწე, ,,აქ სასწაულები ხდება, საიმედო ხელში ხართ, ასობით განწირული მოსულა, გადარჩენილან”, – იმედებით გვავსებს და სულს გვითბობს. ბაზარი მიგვასწავლეს, დაკიდებული აღმართის ბოლოს, ამოსვლა ძალიან გაუჭირდა, ყოველი წუთის ბოლოს ისვენებს, სასტუმროში უნდა, ვაგულიანებ…

იმ ღამით შეტევა დაეწყო, ფეხზე ვეღარ დგებოდა. განძრევაც აღარ შეეძლო, ვეღარც წვებოდა, იყო გაშეშებული, ძლივს, დიდი გაჭირვებით ავაყენე, ტანს ვეღარ იჭერდა, ნაბიჯს ვეღარ დგამდა, ძვლები საშინლად სტკიოდა, სუნთქვა გაუჭირდა.

დიდი წამების ფასად ისევ ლოგინამდე მივიყვანე და დავაწვინე, ოდნავ გაუარა და მაშინვე მკვდარივით ჩაეძინა… ხუთი წელი? სად არის ხუთი წელი?

მეორე დღეს ექიმმა მიგვიღო… და გადაღების შემდეგ მითხრა მარიმ… ხუთი წელი? არა. ორი წელი? არა. არა… ძალიან დაგვიანებულია… სიკვდილს, რომელიც სასთუმალთან გვეჯდა, თავისი სახელი ერქვა – ადენოკარზინომა… მეოთხე სტადიის დასასრული… იღებს ტელეფონს და მაჩვენებს ვიდეოგამოსახულებას, ეკრანზე ტრიალებს კაფანდარა სხეული, შავი ღრუბლებით დაფარული, ეს ღრუბლები? მეტასტაზები… ყველა ნერვი, ყველა ძვალი, ყველა უჯრედი დაფარულია, არანაირი გამოსავალი… მაგრამ… ათასში ერთხელ ხდება სასწაული და ამ სასწაულისთვის ბოლო იმედი არის ავადმყოფის ფსიქოლოგია, მებრძოლი და იმედით სავსე (იხილეთ სრულად).