თინათინ ხიდაშელი: ,,ისევ ჯოჯოხეთის პირზე ვარ, რაღაც ძალა ჩასაჩეხად დამდევს”

თინათინ ხიდაშელი: ,,ისევ ჯოჯოხეთის პირზე ვარ, რაღაც ძალა ჩასაჩეხად დამდევს''პოლიტიკოსი თინათინ ხიდაშელი და მისი ოჯახის წევრები უკვე რამდენიმე დღეა, კოვიდით გამოწვეულ გართულებებს ებრძვიან. როგორც ქალბატონი თინა წერს, მისი ქმარ-შვილი და დედა უკეთესად არიან.
,,ყოველ დილით იმედით ვახელ თვალს მოვიწერო, გადავიარე, მაგრამ ჯერ არ გამოდის. ისევ ჯოჯოხეთის პირზე ვარ, რაღაც ძალა ჩასაჩეხად დამდევს თმაში ჩაჭიდებული. ყოველი ძვალი, კუნთი ყველა წაიღო. ყოველი ღამე წინაზე საშინელია, ყოველი დღე _ წინაზე მძიმე. ესაა, დათო უკეთაა, დედაც, ბიჭებიც. აქ კალენდარი არ მუშაობს _ 10, 12, 14 დღეა უკვე და ჟანგბადი უბრალოდ არ არის. არ ვიცი, საიდან მოვა”.