თამუნა მუსერიძე: ,,შენ მაინც დაისჯები, ღმერთი არ გაპატიებს!”

თამუნა მუსერიძე: ,,შენ მაინც დაისჯები, ღმერთი არ გაპატიებს!"ყოფილი ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე ისევ უშედეგოდ ეძებს დედას, რომელმაც წლების წინ გააშვილა. ცოტა ხნის წინ მან სოციალურ ქსელში დაწერა:

,,2 კვირის წინ ერთ ქალბატონთან დნმ-ის ანალიზი გავიკეთე.სამხარაულში ვიყავი.აბსოლუტურად ყველაფერი ემთხვეოდა, წელი, თვე, სამშობიარო.სხვა დეტალებიც ამოტივდივდა და ამიტომ თავდაჯერებულები მივედით სამხარაულში. დღეს პასუხი მოვიდა, უარყოფითია. ჩემი მდგომარეობის დაწერას და თავის შეცოდებას არავისთან ვაპირებ.უბრალოდ ერთი იცოდე! თუ შენ რამე იცი ჩემ შესახებ და არ მეუბნები, ღმერთი არ გაპატიებს! ღმერთი თუ გაპატიებს, ეშმაკი არ გაპატიებს. შენ თუ არა, შენს შვილებს დაუბრუნდებათ! ამიტომ სანამ დროა, მითხარი. მე მაინც ვიპოვი, შენ მაინც დაისჯები”.