,,როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ ხდება გაუპატიურებული ქალის დათვალიერება სამხარაულში?” – სალომე ზანდუკელი სისტემაზე, რომელსაც მსხვერპლი ეჩეხება

,,როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ ხდება გაუპატიურებული ქალის დათვალიერება სამხარაულში?" - სალომე ზანდუკელი სისტემაზე, რომელსაც მსხვერპლი ეჩეხებასალომე ზანდუკელი 14 წლის გოგონას ტრაგედიას ეხმაურება და იმ სისტემას კიდევ ერთხელ ამხელს, რომელთან ბრძოლაც ძალადობის მსხვერპლ ქალებს უწევთ.
,,…კომენტარებს ვკითხულობდი, მთავრობა რა შუაშია, გაუპატიურება ყველგან ხდებაო. კი, განვითარებულ ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ როგორ ექცევიან ძალადობაგამოვლილებს, ეგაა საკითხავი.
აქ კი:
პოლიციაში გიყურებენ ეჭვის თვალით, გეუბნებიან, რომ არ ჰგავხარ ,,ოჯახის გოგოს”. იმდენად ეზარებათ ეს საქმე, გეუბნებიან, არ იჩივლო… არ არსებობს განცალკევებული ოთახი, სადაც მშვიდად მისცემ ჩვენებას…
ცალკე ,,სახალისო” ისტორიაა, როგორ ხდება სამხარაულში დათვალიერება. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ? მე ასე წარმომედგინა: იქნებოდა სუფთა, განათებული ოთახი, კარს ჩაკეტავდნენ, ემპათიური ქალი გინეკოლოგი გამსინჯავდა… სამხარაულის ,,შესამოწმებელი” ადგილი შორს არის აღწერილისგან, კაცი და ქალი გსინჯავენ და შენი ვაგინის ხვეულებში თუ ჩაიკარგნენ, არ მოერიდებათ და სხვა სართულიდან სამ-ოთხ კაცს ჩამოიყვანენ, შეახედებენ.  უყურებ 6 ზრდასრულ დოყლაპიას, რომლებიც უმზერენ შენს ვაგინას…
არ არსებობს ფსიქოლოგი, რომელსაც სახელმწიფო გამოგიყოფს, დაფინანსება, რომლითაც საავადმყოფოში გაგსინჯავენ…
რაც ყველაზე მთავარია, კაი ნაცემი თუ არ ხარ, სასამართლოს შეუძლია თქვას, გაუპატიურება არ მომხდარაო. ეგეთი კანონი გვაქვს, სადაც წერია, გაუპატიურებაა ის, რაც ჩადენილია ძალადობით. რეალურად  გაუპატიურება უნდა იყოს სექსუალური ხასიათის ქმედება, რომელიც მსხვერპლის თანხმობის გარეშეა ჩადენილი. ძალადობა კი დამამძიმებელი გარემოება იყოს.
,,მადლობა” მოძალადეებს, ძალადობის ლურჯი კვალი ბლომად რომ დამიტოვეს, მართლა მადლობა მოსამართლეს, რომელმაც 13 წელი შეუფარდა მათ.
ვფიქრობ, ზოგჯერ უკეთესია, ბრძოლაში მარტო იყო, ვიდრე იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ზურგში დანას გირტყამენ” (ქვეყნდება შემოკლებით).