ნოდარ ცინცაძე: ,,გთხოვთ, მიეთრიეთ და დასხედით მოსალაპარაკებლად!”

ნოდარ ცინცაძე: ,,გთხოვთ, მიეთრიეთ და დასხედით მოსალაპარაკებლად!"ნოდარ ცინცაძე ფეისბუქით ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს:

,,გთხოოვთ! სასწრაფოდ დაიწყეთ მოლაპარაკება. როგორმე მორიგდით, დათმეთ ორივემ. ევროპის და ამერიკის განცხადებები ინვესტორებს დააფრთხობს და ჩემოდნების ჩალაგებას დაიწყებენ. ჩემოდნებში კი ნასკებს კი არ ალაგებენ, იქ ფულს აწყობენ, ლარს კი არა დოლარს, ევროს. ჰოდა, როგორც კი უცხო ვალუტაზე მოთხოვნა გაიზრდება, ლარი წაიქცევა, ფასები გაფრინდება და ხალხი ვეღარ გადაიტანს. გთხოოვთ!
ქვეყნისთვის, ხალხისთვის, დებისთვის, ძმებისთვის, მშობლებისთვის, უარი თქვით სულელურ პრინციპებზე, მიეთრიეთ და დასხედით მოსალაპარაკებლად.
გთხოოვთ, გააკეთეთ ეს სამშობლოდთვის”.