ნინო ჯღარკავა: ,,მადლობა, გიორგი გახარია, რომ ვერ მოახერხე, ბოლომდე გეტირა ყოფა ჩვენთვის”

ნინო ჯღარკავა: ,,მადლობა, გიორგი გახარია, რომ ვერ მოახერხე, ბოლომდე გეტირა ყოფა ჩვენთვის"ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ყოფილ პრემიერს შადიმანს უწოდებს და ,,ფეისბუქში” წერს:

,,გახსოვთ ჩემი პოსტი, ტიკარაძის შავ პიარზ მოვა დრო და დავწერ-თქო. ჰოდა, მოვიდა ეს დროც. ერთიანად რომ იხუვლა სექტამ _ ეს საწოლფონდა მინისტრი გადადგეს, მოაშორეთ ტიკარაძეო. ატყდა მარა, რა ატყდა, ერთკვირიანი ციკლური ეტაკა ოცნების ერთ ფრთას. ჰოდა, ვინ იყო იმ მესიჯბოქსის ავტორი? ვინ და მახმუდი. მოუნდა მინისტრის გადაყენება და აამუშავა სოცსექტა,

კვირის ბოლოს დააგვირგვინა ბლექნოდარამ ჭუტავიზიაში ტიკარაძეზე, ვითომ ,,გამანადგურებელი” სიუჟეტი. ვინ იდგა მის უკან? მახმუდიი. მერე გლავნი კანალმა _  თათბირზე პრემიერმა ტიკარაძეს ბოთლი ესროლაო. მთლად ლამაზად არ ჩანდა კაცის ნასროლი ბოთლი ქალის მიმართ და სცენარი შეცვალეს, ტიკარაძეს კი არა, ფინანსთა მინისტრს ესროლაო. არ ,,შეიტენა” ფინანსთა მინისტრმა და იმ დღესვე დაწერა, ერთი კვირაა, კორონა მაქვს და სახლში ვარო.

მერე რა მოხდა? ,,გაუბაზრდა” მახმუდს ავი ზრახვები, მიიჯირყვნა და მარჯვენა ხელის ტოტი, ნაცზონდერა პროკურორად ნამუშევარი მეზვრიშვილი მიაქინჯილებინეს პოსტიდან. არადა ბეზ პიწი მინუტ იუსტიციის მინისტრად უნდოდა. ტიკარაძესაც ძვრა ვერ უყვეს და ვინ წავიდა სახლში კი ვნახეთ აგერ ტაშფანდურით და ასი ათასი ლაიქით. ჰოდა, რაც ნაკლებს იყვირებთ იგივე სექტა, მესამე ძალაო, მით უფრო არ დააზიანებთ გაშიფრულ შადიმანს”.

მოგვიანებით კი დაწერა:

,,მეც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო გიორგი გახარიას. მადლობა, ბატონო გიორგი, რომ ვერ მოახერხე, ბოლომდე გეტირა ყოფა ჩვენთვის… მადლობა, რომ წახვედი და დატოვე დედანატირები ბიუჯეტი… მადლობა, უფალო, რომ გადავრჩით!”.