ნინი ბადურაშვილი: ,,რისი ღირსიც ხარ, იმედია, არ დაგაკლდება, სადაც იქნები”

ნინი ბადურაშვილი: ,,რისი ღირსიც ხარ, იმედია, არ დაგაკლდება, სადაც იქნები"მომღერალი ნინი ბადურაშვილი ქობულეთში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და 14 წლის ნინი ცეცხლაძის პაპაზე წერს:

,,ასეთი მრუდე აზროვნების ადამიანები როდემდე უნდა არსებობდნენ ჩვენ გვერდით? 14 წლის ბავშვს,საკუთარ შვილისშვილს თავი მოაკვლევინა ამ ბნელმა და კიდევ აქეთ ამბობს, რომ დანაშაული გამოისყიდა მისი სიკვდილით! რისი ღირსიც ხარ, იმედია, არ დაგაკლდება, სადაც იქნები!”.