ნიკა გვარამია: ,,შსს რაღაც მასალის გამოგდებას აპირებს, ზეიმობენ ქოცები”

ნიკა გვარამია: ,,შსს რაღაც მასალის გამოგდებას აპირებს, ზეიმობენ ქოცები",,მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ფეისბუქსი წერს, რომ დღეს შსს ისეთი მასალის გამოქვეყნებას  აპირებს, რომ ,,ოცნების” მხარდამჭერები ერთმანეთს ულოცავენ და ზეიმობენ.

,,ხვალ რაღაც მასალის გამოგდებას აპირებს შსს. და ზეიმობენ ქოცები და ერთმანეთს ულოცავენ და ამშვიდებენ. ეს მართლა უბადრუკი საცოდაობები.

გამოაგდეთ, მიდით, კიდევ უფრო გააბრაზეთ დასავლეთი. ჩვენც ეგ გვინდა. მიდით, კიდევ უფრო მოიახლოვეთ სანქციები და კიდევ უფრო გაწირეთ ივანიშვილი”, – წერს ნიკა გვარამია.

,,მთავარი არხის” გენდირექტორს არ დაუკონკრეტებია, რა სახის მასალაზეა საუბარი.
მის პოსტზე კომენტარებში არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, ამ მასალის ,,გამოგდება” ენმ-ის ოფისზე შტურმის დროს დარბეული ოფისიდან  სპეცრაზმელებისა და პოლიციელების მიერ სერვერების მოპარვას უკავშირდებოდეს.

მთავარი