,,ნიკა ჩემი დისშვილია, მე და დედამისი ერთად ვიდექით ,,ოცნების” მიტინგებზე” – თამარ ცაავა

,,ნიკა ჩემი დისშვილია, მე და დედამისი ერთად ვიდექით ,,ოცნების" მიტინგებზე" - თამარ ცაავა,,ოცნების” ყოფილი მხარდამჭერი, თამარ ცაავა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებასა და პარტიის ოფისის დარბევაზე სოციალურ ქსელში წერს:
,,ჩემი მეგობრების საყურადღებოდ, ვისაც გიკვირთ ჩემი პოზიცია, მინდა გითხრათ, რომ 2012 წლის ოქტომბერში მე ვიცავდი ,,ქართული ოცნების” ხმებს საარჩევნო უბანში. ვმონაწილეობდი ნაციონალების საწინააღმდეგო მიტინგებში. ვთვლიდი, რომ სამართლიანობის აღდგენისთვის ვიბრძოდი. იმ შემადგენლობიდან, რაც მე ავირჩიე, დღეს 5 %-ია დარჩენილი. 2016 წელს ჯერ კიდევ ვთვლიდი, რომ ,,ოცნება” შეძლებდა რაღაც შეეცვალა, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერი საწინააღმდეგოდ მიექანება ქვეყანა უფსკრულისკენ.
დღევანდელი დღე კი ჩემთვის ნამდვილად არის გასაბჭოების დღე. ნიკა მელია კი სიმბოლო საბჭოეთის საწინააღმდეგო მებრძოლის.
მე და ნიკას დედა, ნანა ცანავა (ჩემი ბიძაშვილი, ჩემი და) ერთად ვიდექით მიტინგებზე 2012 წლამდე.
იმიტომ კი არა, რომ ნიკა ჩემი დისშვილია, მე ვამაყობ მისით.
ასე რომ, ნუ გიკვირთ ჩემი პოზიცია. პირველ რიგში, მე ჩემი სამშობლოს ბედი მაღელვებს და მერე სხვა დანარჩენი”.