მომღერალმა, ინდირა ჯგერნაიამ გადაცემა „ფარულ კონვერტში” გაიხსენა, თუ როგორ არ სჯეროდა მისი შვილის მამას, რომ ბავშვი, რომელსაც მომღერალი ელოდებოდა, მისგან ჰყავდა. ამ ინტერვიუს შემდეგ სუროგაციის ცენტრ „ნიუ ლაიფის“ დამფუძნებელმა, მარიამ კუკუნაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:
„ბავშვის ყოლა მარტო ქალის გადასაწყვეტი არ არის. გენეტიკურ მამას აქვს უფლება, გადაწყვიტოს, უნდა თუ არა შვილი. დიდი ბოდიში მომითხოვია ინდირასთან, მაგრამ პოსტსაბჭოთა გოიმი ქალების „ხოდია“ შვილის გაჩენა კაცის შენარჩუნების მიზნით.
უფრო მეტსაც გეტყვით: არაერთხელ მოსულა ქალი პაციენტი ჩემთან და უთქვამს: აი, ჩემს პარტნიორს კლინიკაში მოსვლა უტყდება, ან იცი რაა? არ უნდა ინვიტრო რელიგიურია და კოლბა მომეცი და ღამე სექსის შემდეგ სპერმას შიგ ჩავასხამ და მოვიტან დილით,ჩუმად… ისეთებიც ბევრი მინახავს, ყალბი ორსულობის ცნობას რომ ითხოვენ.
გაიგეთ, ქალებო, რომ შვილი არაა კაცის შენარჩუნების ინდულგენცია. შვილი არც ,,კაშილოკია” შემდგომი ცხოვრების ფინანსური უზრუნველყოფისთვის…. მიმოიხედეთ, გარეთ 21-ე საუკუნეა, ,,ტეხავს”… _ წერს მარიამ კუკუნაშვილი.

