მაკო გომელაური ელისაშვილს: ,,რაღაცები გავიწყდებათ, არა?!.. თვალი მტკივა!”

მაკო გომელაური ელისაშვილს: ,,რაღაცები გავიწყდებათ, არა?!.. თვალი მტკივა!"მაკო გომური, რომელმაც გავრილოვის ღამეს თვალი დაკარგა, წერს:
20 ივნისის მერე ნიუ ჰოსპიტალიდან რომ გამომწერეს, ხო მეორე ღამესვე მოვიდნენ და მითხრეს სადღაც 4 საათში უნდა გაფრინდე გერმანიაშიო. მეთქი რატო? და პასუხის მიხედვით თურმე ჩემი ჯანმრთელობა არის უუუპირველესი.
რამდენიმე იყვნენ- მათ შორის ავთო თალაკვაძე (არჩილ თალაკვაძის ძმა – რედ.შენ.) . საკონტაქტო პირიც ის მყავდა მთელი ამ დროის განმავლობაში და ვიცოდი, წასვლის დრო რომ მოვიდოდა, მისთვის უნდა მიმეწერა, ან თვითონ მწერდა….
,, აი, მაკო, როგორც ჩემი შვილს ისე გეუბნები’’,  ,,შენ და გიოს, მაკო, როგორც ჩემს და ძმას ისე გიყურებთ’’
და ეგეთი თაბრუდამხვევი ფრაზები. მოკლედ, ზღაპრები. დავთანხმდი და გავფრინდი. იმის მერე კიდევ ვიყავი რამდენჯერმე. ბოლოს ვიყავი არჩევნებამდე, ექიმმა 3-5 თვეში უკან დამიბარა. ზუსტად 1 თვეა ჰაერში ვართ გამოკიდებულები.
ავთო თალაკვაძე წავიდა და კაციშვილი არ მოიძებნა, ვინც ყველაფერს დაგეგმავს. უბრალოდ ჩვენთვის არ იძებნება, ხვდებით? საკმარისზე ბევრი ვატრაკეთ ალბათ თავის დროზე და ახლა დააყენეთო…
3 კვირის წინ გამიტყდა თვალის პროთეზი, დამივარდა და გატყდა და თვალში მიდევს პირველი პროთეზი, რომლიც არ შეიძლება. მტკივა, ფორმა არ ემთხვევა, ნაოპერაციების ნაწებურებს აფუჭებს… გამეცით პასუხი – მოაგვარებთ პრობლემას, თუ უკვე შეიმშრალეთ საქმიდან დაბანილი ხელები?..
ალექსანდრე ელისაშვილი – რაღაცები გავიწყდებათ, არა? მოვლენებს ეტაპ-ეტაპ გაყევით, სად მიხვალთ?
რის ფასად სად ხართ, წარმოდგენა თუ გაქვთ? არ გაქვთ. ერთი დაძახება და არანაირი პრობლემა შემექმნება, ადამიანების ნათქვამი – ,,შენ გვერდით ვარ’’ – უბრალოდ გამოსროლილი სიტყვები არაა.