კოვიდგადატანილ პაციენტებს არაფერს დაუფინანსებენ – ,,სადაზღვევო ბიზნესში ახალი ტრენდი გორდება”

კოვიდგადატანილ პაციენტებს არაფერს დაუფინანსებენ - ,,სადაზღვევო ბიზნესში ახალი ტრენდი გორდება''ექიმი და მწერალი, ჯაბა ზარქუა სოციალურ ქაელში წერს, რომ ქართულ სადაზღვევო ბიზნესში პაციენტებს ახალ ,,სიურპრიზს” უმზადებენ.

,,ახალი ტრენდი გორდება ქართულ სადაზღვეო ბიზნესში – კოვიდის შემდგომ პაციენტებს ,,არაფერს უფინანსებენ”.
ასეთი სასაცილო ბიზნესი მხოლოდ georgian water and power თუ იქნება. შეცდომაა: კოვიდის მერე კვლევებს არ ვაფინანსებთ. უნდა იყოს: კოვიდთან ასოცირებული ჩივილების კვლევებს არ ვაფინანსებთ. რა არის კოვიდის მერე და რა – კოვიდის გამო, ამისთვის ექიმი გინდათ, ძვირფასებო, მანდ, ზემოთ… იმედია, ჩანასახშივე ჩაკლავენ ამ მავნებლობას და ფულის დაზოგვის ახალ ბრწყინვალე მეთოდს”, – წერს ჯაბა ზარქუა.