გიორგი ჩალაძე პრემიერს: ,,გადმოგცემთ კონტრაქტებს 2 მილიონ დოზა ვაქცინის შესყიდვაზე”

გიორგი ჩალაძე პრემიერს: ,,გადმოგცემთ კონტრაქტებს 2 მილიონ დოზა ვაქცინის შესყიდვაზე"ნაციონალური მოძრაობის წევრმა, იურისტმა გიორგი ჩალაძემ გადაცემა ,,მთავარ სტუმარში” ვაქცინებზე ისაუბრა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა:

-ახლა საჯარო განცხადებას ვაკეთებ, რომელსაც იურიდიული ძალა აქვს და მივმართავ პრემიერმინისტრს: ბატონო პრემიერმინისტრო, მოგიწოდებთ, დანიშნოთ შეხვედრა, სადაც მედიის თანდასწრებით გაგაცნობთ ჩემი მოლაპარაკების შედეგებს და დაგითმობთ კონტრაქტს, რომელიც 1 მილიონ ,,ასტრა-ზენეკას” ვაქცინის შესყიდვაზეა და 1 მილიონი დოზა რეზერვზეა. ჯამში, 2 მილიონი დოზაა. ეს იმაზე მეტია, ვიდრე თქვენ მოახერხებთ და ირბენთ. ხელში ჩაგაბარებთ ყველა კონტრაქტს და აღარც ელჩები დაიტანჯებიან სირბილით და აღარც თქვენი თანამშრომლები ჩავარდებიან უხერხულ მდგომარეობაში…

ყველა ბიზნესმენს მივმართავ: დავდოთ ერთიანი ფული და ჩამოვიტანოთ ვაქცინა. ეს არ არის პარტიული, კომერციული პროექტი. ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მშობლები უნდა გადავარჩინოთ, ყველანი ერთად უნდა გადავრჩეთ. ერთიანი ფონდი გავაკეთოთ, სახელმწიფოსთან ერთად შევძლებთ ადამიანების ვაქცინაციას. მომავალში კი აქ ვაწარმოებთ ვაქცინებს. კოლიციურ მთავრობას ამის საშუალება ექნება.