,,რომელმა სამინისტრომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?! რა ნამუსით დატოვეთ მშიერი?!” – მარი კორკოტაძე

,,რომელმა სამინისტრომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?! რა ნამუსით დატოვეთ მშიერი?!" - მარი კორკოტაძემარი კორკოტაძემ ფეისბუქში დაწერა:

ციკლიდან მე რა შუაში ვარ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი რომ ხარ, მაგიტომ გაქვს პრობლემა….
სახელმწიფომ, რომელმაც აკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს არ გადაუვადა სტატუსის მისანიჭებლად კომისიაზე გასვლა. შეუჩერა პენსია, რომელზეც ეუბნება, რომ როდესაც მოვხსნი შეზღუდვებს და შეძლებ ექიმთან მისვლას, მერე დაიბრუნებ შეჩერებულ პენსიას, მაგრამ არ მოგცემ იმ 100 ლარიან დანამატს, რადგანაც სტატუსი გაქვს შეჩერებულიო.
გახარია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საქართველოს მთავრობა
მაინტერესებს, რომელმა სამინისტრომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? თქვენ რომ არასწორად მუშაობთ, რატომაა ეს შშმ პირების პრობლემა და რატომ უნდა აგონ მათ პასუხი თქვენ არაკომპეტენტურობაზე?!
რატომ არ გადაუვადეთ ამ ადამიანებს სტატუსის გადასამოწმებლად კომისიაზე გასვლა, მაშინ როდესაც არ არსებობს ტრანსპორტი, რომ დანიშნულების ადგილამდე მივიდეს ადამიანი?!
წინა კარანტინის დროს თუ იყო დაშვებული ეს გამონაკლისი, ახლა რატომ არ არის? ოღონდ ახლა არ მითხრათ, რომ მაშინ საგანგებო ვითარება იყო გამოცხადებული და ახლა წერტილოვანი აკრძალვა გამორიცხავს იგივე გამონაკლისის დაშვებას.
პ.ს. ადამიანისთვის, რომლისთვისაც ერთადერთი შემოსავლის წყარო შეიძლება მისი პენსია იყოს, რა ნამუსით უწყვეტთ პენსიას და ტოვებთ მშიერს ამ გაგანია პანდემიის დროს?!”