ქეთი წიკლაური: ,,ნუ მილოცავთ იმას, რაც არ იცით!”

ქეთი წიკლაური: ,,ნუ მილოცავთ იმას, რაც არ იცით!"მომღერალი თემურ წიკლაური ისევ რეანიმაციაში მკურნალობს კორონავირუსით გამოწვეულ გართულებებს. ინტერნეტში დრო და დრო ვრცელდება იმფორმაციები მისი მდგომარეობის შესახებ, ხან ცუდი, ხან _ კარგი, რასაც მისი ქალიშვილი, ქეთი წიკლაური ,,უზ­ნე­ოს და არა­ე­თი­კურს” უწოდებს. ასევე ყველას მოუწოდებს, რომ ნუ აჰყვებიან ამ ჭორებს და მხოლოდ მის ინფორმაციას დაეყრდნონ.

,,რო­დე­საც სა­ჭი­როდ ჩავ­თვლი, მე თვი­თონ გაც­ნონბებთ, ღმერ­თის წყა­ლო­ბით, სა­სი­ხა­რუ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ას. ნუ მი­ლო­ცავთ იმას, რაც არ იცით, რომ სი­მარ­თლეა,ზუს­ტად ისე­ვე­ნა­ი­რად, რო­გორც მა­შინ მი­სამ­ძიმ­რებ­დით!

თუ ჩემ­თან არ გე­ბა­დე­ბათ ის თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ჭი­რო შე­კი­თხვა – ქეთი, მამა რო­გო­რაა, რომ და­ე­ლო­დოთ ჩემს პა­სუხს და ეგ­რე­ვე მო­ლოც­ვე­ბით მა­ხა­რებთ, – ხომ არ ჯო­ბია, მა­შინ ჯერ იმათ­თან გა­და­ა­მოწ­მოთ, სა­დაც ამო­ი­კი­თხეთ ეს სი­ახ­ლე, პი­რად­ში მის­წე­რეთ მათ და შე­ე­კი­თხეთ, სა­ი­დან იცი­ან და ვინ მო­ა­წო­და და ნამ­დვი­ლად სი­მარ­თლეა თუ არა? და მერე კი­დევ ცოტა ხანი და­ე­ლო­დეთ, აბა, კი­დევ რას და­წე­რენ ინ­ტერ­ნეტ­ში… გარ­წმუ­ნებთ, ჩემ­ზე მე­ტად არ გენ­დო­მე­ბათ, მამა რომ კარ­გად იყოს. ამ­ჟა­მად მამა რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია ისევ, სტა­ბი­ლუ­რად მძი­მე”, – წერს ქეთი წიკ­ლა­უ­რი.