ლევან ჩხაიძის დედა: ,,სიტყვები არ მყოფნის, რომ გითხრათ იმ სიყვარულისთვის, ხსოვნისთვის, რასაც ჩემი შვილის მიმართ აკეთებთ დღემდე”

ლევან ჩხაიძის დედა: ,,სიტყვები არ მყოფნის, რომ გითხრათ იმ სიყვარულისთვის, ხსოვნისთვის, რასაც ჩემი შვილის მიმართ აკეთებთ დღემდე''ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის მეგობრებისთვის და ოჯახის წევრებისთვის 21 იანვარი უმძიმესი დღეა. ჟურნალისტი, რომელსაც მეგობრების არმია ჰყავდა, 2 წლის წინ მოულოდნელად გარდაოცვალა.

დღეს ,,ტვ პირველის” თანამშრომლებისთვის მძიმე სამუშაო დღე იყო, ისინი მეგობარს იხსენებდნენ. ,,სიტყვები არ მყოფნის, რომ გითხრათ იმ წარმოუდგენელი მეგობრობისთვის, სიყვარულისთვის, ხსოვნისთვის, რასაც ჩემი შვილის მიმართ აკეთებთ დღემდე. სულ ჩემს გულში ხართ და მინდა, რომ ძალიან, ძალიან დიდხანს იყოთ ბედნიერები და წარმატებულები, რადგან ყოველი თქვენი წარმატება ჩემი შვილის წარმატებაა”, – ასე მიმართა ,,ტვ პირველის” გუნდს ლევან ჩხაიძის დედამ, ია გაწერილიამ.

ლევან ჩხაიძე, მეგობრებისთვის კი უბრალოდ ჯაკო 32 წლის ასაკში უნგრეთში გარდაიცვალა.