ხათუნა საგინაშვილი ივერი მელაშვილზე: ,,შეაბრუნეთ უკან, მოღალატე!”

ხათუნა საგინაშვილი ივერი მელაშვილზე: ,,შეაბრუნეთ უკან, მოღალატე!"ივერი მელაშვილის გამოსვლას ინგა გრიგოლიას გადაცემაში საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ხათუნა საგინაშვილი წერს:

,,ივერი მელაშვილი იძახის – სამარცხვინოა გარეჯის მოთხოვნა, მის გამო პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობის გაფუჭება და მასზე თქმა, რომ ჩვენია, მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ბერები პოზიორობენ, სინამდვილეში არ არის ჩვენიო. ხალხო, ამ კაცს ფეხზე დაუდგნენ ,,რეაქციის”  სტუდიაში და გმირივით ტაშით და დაფნის გვირგვინი დააჯილდოვეს – ეს სამარცხვინოები!! ეს კაცი ახლავეა შესაბრუნებელი უკან, მოღალატე კი მარტო ის კი არა, ყველა მისი ტაშისმკვრელია!”.

ივერი მელაშვილმა ,,რეაქციაში” განაცხადა, რომ ეს უნდა გამხდარიყო მოლაპარაკების საგანი და ეს საკითხი გადაწყვეტილიყო სამუშაო მაგიდებზე.

-ამ სიბინძურეში ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან მიზანმიმართულად  ვაფუჭებთ ურთიერთობას. თუ არ გინდა მიზანმიმართულად, შეგიძლია წყნარად აწარმოო გინდა გამოკითხვა, სამუშაო მაგიდები დაილია თუნდაც საგარეო საქმეთა სამინისტროში? თუ მაინცდამაინც გამოძიების წარმოება გინდა, არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც ამის აჟიტირება. წარმოიდგინეთ, თურმე სადღაც რაღაც გვაქვს და ჩვენია. კი არ ეუბნები, რომ მოდი, ვიმსჯელოთ, არა, ეუბნები, ჩვენია, გინდა თუ არაო.

ეს გაფუჭებაა. მოლაპარაკება რა არის:? იწყებ მოლაპარეკებას და მიჰყვები ეტაპობრივად. მიჰყვები და თნხმდები. მაგრამ, როდესაც ხაზს უსვამ და წყვეტ, რომ ეს გინდა თუ არა ჩემია… როგორ არის შენი, როცა არ არის შენი, არ გაქვს ამის საფუძველი. ბერი იქნება თუ ერის წარმომადგენელი მივა და კელიებთან პიზიბრებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემიაო, ეს არ არის სწორი. არ არის შენი და არ დაგითმობს არასოდეს, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.