გიორგი სუხიტაშვილი თემურ წიკლაურს: ,,არწივო, არ გაფრინდე, იყავი ჩვენთან! ძალიან გვიყვარხარ!”

გიორგი სუხიტაშვილი თემურ წიკლაურს: ,,არწივო, არ გაფრინდე, იყავი ჩვენთან! ძალიან გვიყვარხარ!"მომღერალი თემურ წიკლაური კორონავირუსს ებრძვის. ის გორის ჰოსპიტალში მართვითი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

,,არწივო, არ გაფრინდე, იყავი ჩვენთან! ძალიან გვიყვარხარ და გვინდა, კიდევ დიდხანს იყო”, – წერს სოციალურ ქსელში მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი.

ივერიელი ნუგზარ კვაშალის თქმით, ექიმები ჯერ ვერაფერს ამბობენ, თუმცა მისი მდგომარეობა უმჯობესდება. მომღერალი საზოგადოებას მიმართავს, რომ მისთვის ილოცონ.