გიგი უგულავა: ,,კობახიძეს რომ უთხრა, ჩაიხადეო, ჩაიხდის და ასეთ ადამიანს ნიშნავს თავმჯდომარედ”

გიგი უგულავა: ,,კობახიძეს რომ უთხრა, ჩაიხადეო, ჩაიხდის და ასეთ ადამიანს ნიშნავს თავმჯდომარედ"ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას. რომ ის პოლიტიკიდან მიდის, ოპოზიციის მხრიდან მწვავე განცხადებები მოჰყვა. გიგი უგულავამ ,,მთავარის” ეთერში განაცხადა, რომ 31 ოქტომბერს ამომრჩეველს ირაკლი კობახიძისთვის და ელისო ბოლქვაძისთვის არ მიუცია ხმა, ხმა მისცა ბიძინა ივანიშვილს და მისი წასვლა პოლიტიკიდან, უპასუხისმგებლო საქციელია.

-კობახიძე გადაჩეხავს ყველაფერს. ის არაფერი არ არის, ფრანგული ფილმი რომ არის, ,,სათამაშო”, რომ უთხრა, ჩაიხადე ახლა რუსთაველზე და გაიარეო, გაივლის. ასეთ ადამიანს გინიშნავს მმართველი პარტიის თავმჯდომარედ. ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე, შეშინებულ ,,ჟულიკებთან”, – განაცხადა გიგი უგულავამ.