“ღარიბაშვილს რთული წელი ელოდება, გახარიას კი არაფერი ემუქრება” – რას ამბობს მიხეილ ცაგარელი

"ღარიბაშვილს რთული წელი ელოდება, გახარიას კი არაფერი ემუქრება" - რას ამბობს მიხეილ ცაგარელიბიძინა ივანიშვილი – აი ვინ იქნება კარგად 2021 წელშიც. ის მაიმუნის წელშია დაბადებული და თავს არხეინად გრძნობს. ხართან მას პრობლემა არ აქვს. ვარსკვლავებიც მის მხარესა არიან, – ამტკიცებს ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი.

„ვერ ვიტყვით, რომ მაიმუნისთვის გადასარევი წელიწადია, მაგრამ რთულიც არ არის“, -ამბობს ვარსკვლავთმრიცხველი.

მისივე თქმით, არც ოლიგარქის რჩეულ პრემიერს ემუქრება რამე. პირიქით, 2021 გიორგი გახარიასათვის უფრო წარმატებული იქნება. გახარია თევზებია (19 მარტი) და კატის წელშია დაბადებული. თევზებისათვის წელიწადი კარგია, კატაც ხართან მეგობრობს, მას შეუძლია საკმაოდ კარგად იმუშაოს, უკეთ წარმოაჩინოს კიდევ თავი, მის პრემიერობას არა მგონია, წელს რაიმე დაემუქროს“, – აღნიშნავს ცაგარელი.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, ის 16 იანვარს არის დაბადებული და ღორის წელში დაბადებული თხის რქაა.

ასტროლოგის თქმით, ხართან მეგობრობს ღორიც, ამირტომ თალაკვაძეც თავს გადასარევად იგრძნობს, მისთვის უკეთესია წლის მეორე ნახევარი. ასე რომ, კომოს ტბაზე თუ წავა, ბანაობასაც მოასწრებს.

ბიძინა ივანიშვილის რჩეულთა შორის რჩეული – ირაკლი კობახიძე, 25 სექტემბერს, სასწორის ნიშნით, ცხენის წელშია დაბადებული. წელიწადი სასწორისთვის კარგია, ცხენს კი ფაფარის გაშლას არ ურჩევენ. აჯობებს, ბრიფინგების რაოდენობას თუ შეამცირებს.

სირთულეები „ოცნების“ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ელის. ის 28 ივნისსაა დაბადებული, კირჩხიბის ნიშნით, ძაღლის წელიწადში. მას ვარსკვლავები რთულ წელს უმზადებენ.

ცაგარელის თქმით, მოსალოდნელია საიდუმლოებების გამჟღავნება და მეგობრული ღალატის ტენდენციებიც მატულობს.

2020 ნიუსი