ეკა კვესიტაძე: ,,ზოგჯერ მეგონა, რომ მამა მიყურებდა ამ თვალებით, რომელიც აღარ მყავს”

ეკა კვესიტაძე: ,,ზოგჯერ მეგონა, რომ მამა მიყურებდა ამ თვალებით, რომელიც აღარ მყავს''ტელეჟურნალისტი ეკა კვესიტაძე ივერი მელაშვილის შესახებ წერს:

,,პირადად მე, ივერი მელაშვილის ცრემლიანი თვალები ამ თვეების განმავლობაში არც ერთი წუთით არ მაძლევდა მოსვენებას. ეს თვალები ყველგან დამყვებოდა – ზოგჯერ მეგონა, რომ მამაჩემი მიყურებდა ამ თვალებით, რომელიც უკვე დიდი ხანია აღარ მყავს. ასე გახდა ეს უცნობი კაცი ჩემთვის წარმოუდგენლად ახლობელი ადამიანი, რომლის წინაშეც მუდმივად დამნაშავედ ვგრძნობდი თავს, მრცხვენოდა მათ მაგივრად, ვისაც ამ სამარცხვინო დაჭერის გამო პროტესტი ერთხელაც არ გამოუთქვამს, რადგან ჯანსაღ საზოგადოებას ამ ორი უდანაშაულო ადამიანის დაკავების გამო გაცილებით მწვავე რეაქცია უნდა ჰქონოდა. სამწუხაროდ, არ გვქონდა. სამწუხაროდ, ეს იმას ნიშნავს, რომ ხვალ იგივეს გაგვიბედავენ. მაგრამ დღეს მაინც ძალიან ბედნიერი ვარ”.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესზე 30 ათასი ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.