გუშინ ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის მაყურებელმა პატარა ანასტასიას მიმართ უდიდესი თანადგომა გამოიჩინა და მის ანგარიშზე 110 ათასი ლარი მოგროვდა.
ანასტასია ახლა თურქეთში მკურნალობს. მას ძვლის ტვინი გადაუნერგეს. დონორი გოგონას მამაა.
ანასტასიამ მამა, გიორგი ამბობს, რომ ბავშვმა უამრავი ქიმია, ურთულესი დღეები გადაიტანა. როგორც გიორგი ამბობს, პატარა გოგონამ ძვლის ტვინი 99%-ით შეითვისა.
ცოტა ხნის წინ კი ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუქში დაწერა, რომ ანასტასიას მამამ სთხოვა, მისთვის მხოლოდ 100 ათასი ჩაერიცხა, დანარჩენი ფულით სხვა ბავშვს დახმარებოდა.
,,გუშინდელი გადაცემის გმირის, ანასტასიას მამის მესიჯი: ,,100 ათასის გადმორიცხვა გააკეთეთ და დანარჩენი თუ ახლაც ჩარიცხვები მიდის, ყველა ნატალის მოხმარდეს”.
ნატალი სხვა ბავშვია, რომელიც ასევე რიგში დგას და ასევე სიმსივნეს ებრძვის.
ანგარიშზე 110 ათასი ლარია”, – დაწერა ტელეჟურნალისტმა.

