“30 წლის ბიჭმა მაღაზიაში ეს გოგო შემოიყვანა და რაც მან სთხოვა, ყველაფერი უყიდა” – სოფო ლიპარტელიანის მონაყოლი

"30 წლის ბიჭმა მაღაზიაში ეს გოგო შემოიყვანა და რაც მან სთხოვა, ყველაფერი უყიდა" - სოფო ლიპარტელიანის მონაყოლისოფო ლიპარტელიანმა ფეისბუქის ჯგუფ “გლდანში” ასეთი პოსტი დადო:

“მინდა ერთი ამბავი გაგიზიაროთ.
გლდანულაში, 2 ან 3 დღის წინ, სამსახურიდან მოსულმა, მაღაზიაში შევიარე, სანამ შევიდოდი, კარებთან ახალგაზრდა ქალბატონი დამხვდა და მთხოვა დახმარება (ფულის სახით). სამწუხაროდ, იმ მომენტში ბარათზე მქონდა თანხა და ნაღდი ფული საერთოდ არ მედო.

ხშირად მინახავს ეს ადამიანი და ზუსტად ვიცი, რომ არასდროს იტყუება, ეკლესიაში დადის და ყველა გამვლელს ეხმარება. ეს გამვლელი თუ არ ეხმარება, ლოცავს და მოკლედ, ძალიან თბილი ადამიანია, გამგებიანი.
მაღაზიაში რომ შევედი, ერთი კარგი ადამიანი შემოვიდა, დაახლოებით 30 წლამდე ბიჭი, შემოიყვანა ეს გოგოც და ეუბნება, აბა, რა გინდა, დაადე ხელი და მე გიყიდიო, ძააალიან, ძააალიან ბევრი პროდუქტი უყიდა… ამ გოგოს რომ ვუყურებდი, თან ეუხერხულებოდა, თან უხაროდა, რომ სახლში მისულს ამ პროდუქტებით თავის 2 შვილს დააპურებდა…

მოვიდა თანხის გადახდის დროც და ამ სიკეთით სავსე ადამიანმა გვერდით მდგომს უთხრა: დღეს ბიძაჩემის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა და ასე მაინც მივაგებ მის სულ პატივსო…

ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, ძალიან გამიხარდა, ის დღე სულ ამ ფაქტზე მეფიქრებოდა…

ვაკეთოთ, ვაკეთოთ სიკეთე, ადამიანებო, დამიჯერეთ, არასდროს დაგვიკარგავს ღმერთი ამ სიკეთეს, ასმაგად და ათასმაგად გადაგვიხდის, ხოლო ჩვენ გარდაცვლილებს იმქვეყნად ასეთი კეთილი საქმით მივაგებთ პატივს.”