,,ვტირით თქვენი სტუდენტები” – გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა

,,ვტირით თქვენი სტუდენტები" - გოგი ქავთარაძე გარდაიცვალარეჟისორი და მსახიობი გოგი ქავთარაძე დღეს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

,,გარდაიცვალა გოგი ქავთარაძე და ეპოქაც გაიყოლა… ნამდვილი ადამიანი! ნამდვილი კაცი და გენიალური არტისტი! ჩემი პედაგოგი თეატრალურ უნივერსიტეტში. ბევრი კარგი როლიც გვათამაშა და ერთადაც გვითამაშია სცენაზე! ბევრი რამ გვასწავლა! ნამდვილი პროფესიონალი! წელს მისი ვარსკვლავის გახსნა უნდა ყოფილიყო, პანდემიის გამო ვერ მოხერხდა…ვტირით მთელი თქვენი სტუდენტები, ბატონო გოგი, ისე გვიყვარდი, ვერასდროს ვიფიქრებდით, რომ ერთ დღეს აღარ გვეყოლებოდი”, _ დაწერა მსახიობმა და ტელეწამყვანმა, გიორგი გასვიანმა.