ადვოკატი ციცინო ცხვედიანი მხიარულ ამბავზე წერს, რომელიც მას ადვოკატმა ქალმა უამბო.
,,ადვოკატი ქალბატონის ნაამბობი:
ვიცავდი გაუპატიურებაში ბრალდებულს. მოგეხსენებათ, მძიმე მუხლია და გადავწყვიტე, კონსულტაცია მიმეღო ზურაბ როსტიაშვილისაგან, რომელსაც ასეთ საქმეებში დიდი გამოცდილება აქვს. შევუთანხმდი შეხვედრაზე, მაგრამ ისეთი საქმე გამომიჩნდა, რომ ვერ მივედი.
რამდენიმე დღის შემდეგ სასამართლოს ეზიში შემთხვევით ზურაბი დავინახე, იმანაც დამინახა და დამიძახა:
– ნანა (სახელი შეცვლილია. ც.ც.), რატომ არ მოხვედი იმ დღეს? აღარ გინდა გაუპატიურება?
მე, გახარებულმა იმით, რომ ზურამ არ გადაიფიქრა ჩემი დახმარება, აღტაცებულმა შევძახე:
– მინდა, ზურა, მინდა, დღეს რომ მოვიდე, გეცლება ჩემთვის?
– შენ უარს როგორ გეტყვი, – მიპასუხა ზურამ.
ჩვენი დიალოგის შინაარსით შეცბუნებული სახეების დანახვაზე ორივეს სიცილი აგვიტყდა”, – წერს ციცინო ცხვედიანი.

