“ქალმა ხელებზე დამკბინა და თმით მითრია, შრატი დამჭირდა”

"ქალმა ხელებზე დამკბინა და თმით მითრია, შრატი დამჭირდა"სოფია კირაკოზოვამ ფეისბუქში დაწერა:

“გამარჯობა, დღეს მე და ჩემი ტობიკო ამოვედით სახლში ნაცემები, პირდაპირი მნიშვნელობით გეუბნებით ამას. მე მცემეს და ძაღლიც, იმის გულისთვის, რომ ძაღლი მყავდა სტადიონზე შეყვანილი სათამაშოდ, შემომივარდა ვიღაც ავადმყოფი ქალი, რომელიც პირველად არ ურტყამს უკვე ჩემს ტობიკოს, მაგრამ დღეს ჩემზეც აწია ხელი. შემოვიდა სტადიონზე და დამიწყო ყვირილი: ” აქ ძაღლებს რა უნდაო?” ურტყამდა ფეხებს სახეში ჩემს ძაღლს და მეგობრის ძაღლსაც.

მე ამოვიღე ტელეფონი, რომ გადამეღო ყველაფერი და გამომეძახა პატრული, ფაქტი ხელზე რომ მქონოდა, გადაღება რომ დავიწყე, მეცა, ტელეფონი დამიგდო, თან ორჯერ, დამიმტვრია ისე, რომ ვერც ვახერხებდი 112-ში დარეკვას, გვერდზე სტადიონი სავსე იყო ხალხით და კაციშვილმა არ გვიშველა და არც პატრულში არ დარეკა, შოკი დამემართა….

მითრია თმებით, მიკბინა ხელებზე, ძაღლი ცემა, მასე ჩემს ძაღლს არ ვყავარ დაკბენილი…

გადამიყვანეს საავადმყოფოში, გამიკეთეს შრატი, ხელები მაქვს სულ ნაკბენებში, რისი გულისთვის? ძაღლს რომ ვასეირნებდი სტადიონზე… აი მაგის გულისთვის.

ეს ყველაფერი მოხდა თემქაზე, დარეკილი მაქვს 112-შიც და საჩივარიც მაქვს დაწერილი. რომ მიდიოდა, დამიყვირა :”ძაღლიანო ნაბიჭვარო”.