ნოე სულაბერიძე: ,,რამდენ რამეს დავთმობდი, ყველაფრის თავიდან გავლა რომ შემეძლოს”

ნოე სულაბერიძე: ,,რამდენ რამეს დავთმობდი, ყველაფრის თავიდან გავლა რომ შემეძლოს"ტელეპროდიუსერი ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში წერს დედაზე, რომელიც კომპოზიტორი გახლდათ _ ლილი შავერზაშვილი. ის 2 წლის წინ გარდაიცვალა.

,,უცნაურია, მაგრამ, რაც წახვედი, სულ ვფიქრობ, რომ კოსმოსს ერთი ვარსკვლავი შეემატა, რომელიც კონკრეტულად ჩემია! ვიცი, სასაცილოა, მაგრამ თვითმფრინავში ჯდომისას ჩემთვის ჩუმად თავს ილუმინატორს ვადებ ხოლმე და გამძაფრებულად ვიყურები ზევით, რომ იქნებ ცაში, მაღლა შენი სახე დავინახო, წარმოვისახო…

შენი არსებობა კიდევ უფრო მეტად გამძაფრდა, კიდევ უფრო მეტად იგრძნობა… რამდენ რამეს დავთმობდი, ახლა შენი დაბადების დღის გადახდა რომ შემეძლოს… ან ისევე, როგორც ამ სურათში, შემეძლოს ყველაფრის თავიდან გავლა… დაბადების დღეს გილოცავ, ლილი