ლევან რატიანმა ძვირფასი ადამიანი დაკარგა – ,,დიდი ტკივილით ვემშვიდობები”

ლევან რატიანმა ძვირფასი ადამიანი დაკარგა - ,,დიდი ტკივილით ვემშვიდობები"პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი მისთვის ძვირფასი ადამიანის გარდაცვალების შესახებ წერს:

„ასე და ასე იქნება, სიკვდილმა გაიმარჯვა სიცოცხლეზე, ეს ბუნების კანონია თითქოს, მაგრამ შეუგუებელი, მოიხედავ და ოცი წელი გასულა, რაც ერთმანეთი გაგვიცვნია და დღეს კი ვემშვიდობები, ვემშვიდობები დიდი ტკივილით, ჩემს საყვარელ პროფესორს მაია დგებუაძეს, პროფესორს, რომელმაც სიცოცხლეში ბრძოლა და თავმდაბლობის სიმბიოზი მასწავლა, მასწავლა, როგორ უნდა მიაღწიო ცოდნით წარმატებას.

ბევრი გვქონდა საკეთებელი, მაგრამ წუთისოფელმა ამ მიწიერ ცხოვრებაში დაგვაცილა, დაგვაცილა დროებით, რწმენით იმისა, რომ კვლავ შევხდებით ერთმანეთს. მშვიდობით, პროფესორო. მე კი პირობას გაძლევთ, ყველა თქვენს დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვან!

სხვისთვის უჩინარი იყო, ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც მიქმნიდა წარმატების გარემოს. ღირებული სიტყვა ყოველდღიური დილით იყო: „შვილო, მომისმინე” და უსმენდი გაჩუმებული და გულისყურით…. ასე იყო, ასე.

შენი წარმატება მახარებს და მაცოცხლებსო, ასე მეუბნებოდა. მადლობა, ჩემო პროფესორო ყველა იმ ქმედებისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ. მე კი შეუძლებელს გავაკეთებ ღირსეულად, რომ დავასრულო ცხოვრება, როგორც ექიმმა. მშვიდობით“.