ია ფარულავა: ,,ხალხი სასაფლაოზე იყო გვირგვინებით, მაგრამ ,,ტვირთი” არ ჩამოვიდა”

ია ფარულავა: ,,ხალხი სასაფლაოზე იყო გვირგვინებით, მაგრამ ,,ტვირთი" არ ჩამოვიდა"მსახიობსა და ტელეწამყანს, ია ფარულავას ნიუ იორკში კორონავირუსით გარდაეცვალა მამიდა, რომელიც დღეს საქართველოში უნდა დაეკრძალათ. ახლობლები გვირგვინებით შეიკრიბნენ, რომ უკანასკნელ გზაზე გაესვენებინათ, მაგრამ ცხედარი საქართველოში ვერ ჩამოასვენეს.

,,მამიდაჩემი დღეს დილით უნდა ჩამოსულიყო ,,თურქიშით” თბილისში. სტამბოლში ტვირთი #54 არ გადმოდეს თბილისის რეისზე. ხალხი ასული სასაფლაოზე, გვირგვინებით… არავინ დაგვირეკა აეროპორტიდან და არ გაგვაფრთხილა, რომ ტვირთი არ ჩამოვიდა… სირცხვილი, ფუი! #turkishairlane და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მენეჯმენტი! რა უნდა გავაკეთოთ! თურქეთის რეისი ხომ გამთენიას მოდის და განა არ შეეძელოთ,  გავეფრთხილებინეთ, რომ არ ჩამოვიდა!! ” – დაწერა მსახიობმა.