დაკო ნათელაშვილი, რომელიც დიდი ხანია, ეკოლოგიურ პრობლემებზე მუშაობს, სოციალურ ქსელში ე.წ ასაფეთქებლების მავნებლობაზე წერს:
,,იქნებ შეწყვიტოთ ამ საძაგელი ასაფეთქებლების და ფოიერვერკების ბრახა-ბრუხი. ფრინველებს გულები უსკდებათ, ცხოველები სტრესში ვარდებიან, ჰაერი სხვადასხვა მძიმე მეტალითა და მტვრის მყარი ნაწილაკებით ბინძურდება, რაც შემდეგ იწვევს სიმსივნეს, ასთმას, გულის პრობლემებს და ათას სხვა დაავადებას.
ვისაც ხმა მიუწვდება ბავშვებამდე, აუხსნას, თორემ არც განათლების სისტემა აძლევს შესაბამის განათლებას ბავშვებს ამ თემაზე და არც საინფორმაციო საშუალებები. მთავრობას კი არ სცალია მართლა მნიშვნელოვანი აკრძალვებისთვის”.

