,,თქვენ მომკალით, დედიი, მამიი…” – გოგონამ, რომელიც შველას ითხოვდა, მშობლები დაკარგა

,,თქვენ მომკალით, დედიი, მამიი..." - გოგონამ, რომელიც შველას ითხოვდა, მშობლები დაკარგა,,თქვენ მომკალით, დეედიიი, მამიიი, მიკო რომ არა, თავს მოვიკლავ, მიშველეთ!” – წერს მარი კაკაურიძე, რომელსაც მშობლები კოვიდ-19-ით გარდაეცვალა. მარი მანამდე წერდა, რომ მისი მშობლები ჯანდაცვის უყურადღებობის მსხვერპლნი გახდნენ. ,,ერთი მშობელი მაინც გადამირჩინეთ” – იხვეწებოდა მარი კაკაურიძე.
,,ეს მათთვის, ვისაც არ სჯერა კორონას არსებობის. წუთში დასრულებული ორი სიცოცხლე. როგორ მენანებით, სიტყვებიც არ მყოფნის, რა დავწერო. ბოლოს რამდენი ვიცინეთ, ვილაპარაკეთ_  ყველაზე ჯიგარი კაკაურიძეები, კატია, მე და შენ ვართო… ეჰ, მართლა დასანანია”, – წერს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი.