,,ერთი მშობელი მაინც გადამირჩინეთ!” – შვილის მცდელობა დედა გადაერჩინა, ამაო აღმოჩნდა

,,ერთი მშობელი მაინც გადამირჩინეთ!" - შვილის მცდელობა დედა გადაერჩინა, ამაო აღმოჩნდამარი კაკაურიძე სამძიმრის წერილებს იღებს, მას დედა გარდაეცვალა. ეს ის გოგონა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს კოვიდით დაინფიცირებული მშობლების გადარჩენას სთხოვდა და ჯანდაცვაში შექმნილ კოლაფსზე წერდა.

,,ჩემი მშობლები სახლში მკურნალობდნენ. მამას გაუკეთეს პსრ ტესტი და დააწვინეს კლინიკა ბომონდში.
3 დღის შემდეგ მოვიდა უარყოფითი პასუხი და გამოწერეს სახლში. თბილისიდან ჩასულს მამა დამხვდა ცუდად. მიმყავს ,,გორმედის” კლინიკაში, გზაში გამიხდა უფრო ცუდად, ვიძახებ გორის სასწრაფოს და მოდიან 30 წუთში, მამასთან არავინ ჯდება მედპერსონალი და მე დავუჯექი. გორმედში მისულები 1 საათი დერეფანში ვიყავით გამოჩნდა 2 ღვთისნიერი ექიმი და მათ მიმიხედეს. 2 დღეა მამას სჭირდენა სასწრაფო რეანიმაცია და არაფერია. ექიმმა – შენ იპოვე ექიმიო! მამას აქვს კოვიდი და ინსულტი.
დედას არ გაუკეთეს ტესტი, რადგან ფეხზე იდგა და უფრო უკეთ იყო. ,,ბომონდში” თხოვნით ერთი გადასხმა გაუკეთეს და გაუშვეს სახლში. მეორე დღეს ცუდად გახდა, გამოვიძახე სასწრაფო და წაიყვანეს ,,უნიქალმედში”.  იყო მიმღებში 2 დღე და არა – პალატაში. პირველ დღეს გაუკეთეს გადასხმები, მეორე დღეს – არაფერი და მესამე დღეს დამძიმდა…
ერთი მშობელი მაინც გადამირჩინეთ! თქვენი ჯანდაცვის სისტემის კოლაფსის და არასწორი ტესტის პასუხის გამო ვართ ასეთ დღეში. პირველივე სიმპტომოდან დაიწყეს მკურნალობა სახლში თავიანითი ხარჯებით”, – დაწერა მარი კაკაურიძემ.

სამწუხაროდ, დაგვიანებული მკურნალობის გამო ექიმებმა ახალგაზრდა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს.